აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობამ გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემია აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი ჯილდოა ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექრურის დარგებში. ყველა გამარჯვებული შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდებას, ასევე დიპლომსა და 3 ათასი ლარის ოდენობის ჯილდოს მიიღებს", - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ბარამიას განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნაწარმოებები და განაცხადები 2011 წლის 1-ელ ივნისამდე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში უნდა წარადგინონ.
,,კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და დაარსების ანუ 1995 წლის შემდეგ პრემია უკვე 43-მა ადამიანმა მიიღო. რაც შეეხება თავად გიორგი შერვაშიძეს, იგი აფხაზი თავადის მიხეილ შერვაშიძის უკანასკნელი შვილი იყო, რომელიც თავის პუბლიცისტურ ნაწარმოებებში რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ილაშქრებდა და ქართველებისა და აფხაზების ძმობას ქადაგებდა", - ბარამიამ.
კონკურსში გამარჯვებულებს სპეციალურო კომისია 23 ნოემბერს გამოავლენს.