"ქრისტიან-დემოკრატების" წევრი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისგან ითხოვს უპასუხოს, იცოდა თუ არა ებრაელის ბზნესმენების მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ, როცა ისინი საქართველოში მოიწვია.
აღნიშნული კითხვით პრემიერს ვეფხვაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს მიმართა.
"თუ არ იცოდა, ეს ნიშნავს რომ კოორდინაცია არ არის სახელმწიფო უწყებებს შორის და ინფორმაცია არ ჰქონდა, ხოლო თუ იცოდა, ეს ნიშნავს რომ ბიზნესმენები სპეციალურად დასაკავებლად ჩამოიყვანეს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ისრაელი არ დაიწყებს ახალ საქართველოს რაკეტებით დაბომბვას, მაგრამ ხელისუფლების მიერ ასეთი საქციელის შედეგია, ის რომ ისრაელი დღეს საქართველოს დიპლომატიურ ენაზე "აგინებს".