"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსებას სთხოვენ. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატებზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა მაგადა ანიკაშვილმა განაცხადა.
"ძალიან ვაფასებთ ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის პროგრამას და მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სამედიცინო სფეროში, მაგრამ უსამართლობაა უფასოდ დაუსვა ადამიანს დიაგნოზი და არ დაეხმარო მის მკურნალობაში", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
მისივე თქმით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა სიძვირის გამო და ასაკობრივი შეზღუდვების გამო ბერი პაციენტისთვის კიბოს დიაგნოზი არის განაჩენი.
"მოგიწოდებთ გაუქმოთ ასაკობრივი შეზღუდვა და უკიდურეს შემთხვევაში დაფინანსეთ პირველი და მეორე სტადიის მკურნალობა ასაკის მიუხედავად", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა აღდგინოს რეფერალური პროგრამები ძველი დაფინანსების ფარგლებში.