საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი სამთავრობო დებატების ფარგლებში ოპოზიციონერი კოლეგების გამოსვლებს "აბსურდს" უწოდებს.
"პარლამენტში მნიშვნელოვან დებატებს ჩაეყარა საფუძველი. მთავრობის წევრები საერთო ჯამში 40 საათის განმავლობაში პასუხობდნენ დეპუტატების შეკითხვებს. ერთი პოლიტიკური მხარის მხრიდან წარმოდგენილი იყო როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროგრამები, მეორე მხრიდან კი ისმოდა მხოლოდ კრიტიკა, თანაც უსაფუძვლო. მსაჯული იმისა, თუ ვინ არის მართალი და ვისი გზა არ არის მართალი, არის მოსახლეობა... სწორედ მთავარმა მსაჯულმა უნდა გააკეთოს არჩევანი კონკრეკურ გეგმებზე ორიონტირებულ მთავრობასა და იმ აბრურდს შორის, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ამ დარბაზში ისმოდა", - განაცხადა მელიქიშვილმა სამთავრობო დებატების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მან პოლიტიკურ უმცირესობას "აბსურდებზე" საუბრის ნაცვლად კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და მთავრობის გადადგომის შესახებ ოპოზიციონერი კოლეგების მოთხოვნასაც არასამართლიანი უწოდა.
"გზა, რომელსაც საქართველო დღეს გადის, არის ძალიან რთული, გამოწვევევით აღსავსე. ჩვენი მიზანი, ამოცანა და ვალდებულებაა ამ გამოწვევების დაძლევა. ამ გზაზე კიდევ ბევრია გაჭირვება, ბევრ ადამიანს აქვს მძიმე ფონი, მაგრამ ჩვენ მათ აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ... მინდა ოპოზიციას ერთი სიბრძნე გავახსენო: ადგილი, რომელსაც საქართველო იმსახურებს ძალზედ ძნელად მისაღწევია, მაგრამ ეს ადგილი იმსახურებს, რომ თუნდაც ნელა ვიაროთ ამ გზამდე. მოდით იყავით კონსტრუქციულები", - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციონერ კოლეგებს.