"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, პაკისტანის ქალაქ სვაბში, პოლიციის შენობასთან თვითმკველმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 დაიჭრა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ტერაქტი ისლამისტური პარტიის ლიდერ მაულანა ფაზლუ რეჰმანის ლიკვიდაციისკენ იყო მიმართული. აფეთქების დროს რეჰმანი არ დაშავებული. ტერაქტს 12 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.