გონიოში 300-მდე ოჯახს მიწები, რომელიც მთავრობამ დაუკანონა, ჩამოართვეს.ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო დებატებისას საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა და შესაბამის საკითხზე ახსნა-განმარტება პრემიერ-მინისტრისგან ითხოვა.
"მაინტერესებს, რა ელით ამ ადამიანებს და აპირებს, აპირებს თუ არა მთავრობა დაიცვას კონსტიტუცია და მათ წართმეული მიწები დაუკანონდეთ?", - ამ შეკითხვით მიმართა ახვლედიანმა გილაურს.
ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, გონიოში მაცხოვრებელ 300-მდე ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწები საკუთრებაში საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდში დიდი ზარ-ზეიმით გადასცეს, თუმცა არჩევნების დასრულებისთანავე წაართვეს.