ლიბიელი აჯანყებულების ლიდერების განცხადებით, კოალიციის ძალები ქალაქ რას ლანუფთან, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მხარდამჭერ სამხედრო ძალებს ბომბავენ.
შეგახსენებთ, რომ მუამარ კადაფის მხარდამჭერმა სამხედრო ძალებმა აჯანყებულები სანავთობო ქალაქ რას ლანუფიდან განდევნეს.
არაბული ტელეკომპანიების ცნობით, კადაფის ძალებმა ამბოხებულებს ტანკებისა და რაკეტების მეშვეობით შეუტიეს და აღმოსავლეთისკენ უკან დახევა აიძულეს.
აჯანყებულებს ქალაქ ბენ ჯავადას დატოვებაც მოუხდათ. როგორც არაბული მედია იუწყება, ოპოზიციას კადაფის ძალებთან კოალიციის დახმარების გარეშე ძალიან უჭირთ.
მათივე ცნობით, აჯანყებულები უკან დახევის დროს კოალიციას დახმარებას სთხოვდნენ.