მუამარ კადაფის რეჟიმის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა დასავლეთის ქვეყნები ორმაგი სტანდარტების მიღებაში დაადანაშაულა.
"არგუმენტი ი ფაქტისთან" ინტერვიუში ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიციის ოპერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "დასავლეთს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია".
"2008 წელს ერთი პატარა სახელმწიფო სასტიკად გაუსწორდა საკუთარ ამბოხებულებს. მათ დასაცავად კი თავი გამოიდო დიდმა ქვეყანამ, რომელიც ყველამ შერისხა, განსაჯა და მისი აგრესიის გამო შეშფოთება გამოხატეს. ვერ მიხვდით, ვის შესახებ ვსაუბრობ? ეს საქართველოსა და რუსეთის ომს შეეხება. თუმცა ლიბიაში მსგავსი სიტუაციის წარმოქმნის შემდეგ ამერიკელებმა უმალვე ამბოხებულთა მხარე დაიკავეს. მაშინ რატომ არ დაბომბეს მათ თბილისი? ",- კითხულობს კადაფის მთავრობის წარმომადგენელი.
"ირგვლივ ყველგან სიცრუეა. კადაფის ბრალს დებენ, რომ მან რვა ათასი ადამიანი მოკლა, მაგრამ არავის წარმოუდგენია ტელევიზიით 20 გვამი მაინც, არათუ_ ძმათა სასაფლაო. "კადაფის სიმხეცის" გამო ევროპაში არცერთი ლიბიელი არ გაქცეულა, ახლა კი ნატოს ძალების მიერ ლიბიის დაბომბვის შედეგად ათასობით ადამიანი გარბის", - აცხადებს ლიბიელი ჩინოვნიკი.