მოსკოვში დღეს რუსებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტარცია-დემარკაციის კომისიის სხდომა გამართეს. სხდომაზე აფხაზმა სეპარატისტებმა საზღვრის აღწერის თავიანთი ვარიანტი წარმოადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"აფხაზურმა მხარემ საზღვრის აღწერის თავისი ვარინტი წარმოადგინა და თავისი პოზიცია გამოთქვა", _ აცხადებს მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი, აფხაზური ე.წ. პარლამეტის დეპუტატი ვალერი კვარჩია და დასძენს: "რუსული მხარე შეისწავლის ჩვენ მიერ წარმოდგენილ მასალებს და ხვალ თავის წინადადებებს წარმოადგენს. მთლიანობაში სხდომა ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო", _ განაცხადა კვარჩიამ.
კომისიამ მუშაობას 1-ელ აპრილს დაასრულებს. აფხაზურმა დელეგაციამ აღნიშნული სხდომისთვის სხვა და სხვა სახის დოკუმენტები მოამზადა, მათ შორის საარქივო მასალა და კარტოგრაფიული დოკუმენტაცია.