კადაფის ძალებმა მისრატაში 142 ადამიანი მოკლეს.
როგორც "presstv" იუწყება, კადაფის ძალებმა გასული 10 დღის განმავლობაში, ქალაქ მისრატაში 142 კაცი მოკლეს.
ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში კადაფის მხარდამჭერებმა 1 400 ადამიანი მძიმედ დაჭრეს.
ლიბიაში სამოქალაქო ომი თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ მიმდინარეობს. მისრატა დანარჩენ ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.