სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერ მარშში, დედაქალაქ დამასკოში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს.
 პრეზიდენტის მხარდამჭერებს ალ-ასადის პლაკატები აქვთ გამოფენილი და ეროვნული დროშის ფერებში არიან შეღებილები. ისინი განლაგებულები არიან ცენტრალური ბანკის წინ მდებარე პარკში  და მასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილი აქვთ.
 პრო-სახელისუფლებო აქციები სირიის კიდევ სამ ქალაქში - ალეპოში, ჰამასა და ჰამაკაში გაიმართა. 
სირიაში არეულოებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 
დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. 
გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით 37 ადამიანი ემსხვერპლა.