ეგვიპტის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა არჩევნებამდე აუცილებლად მოიხსნება. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ამ დრომდე ვერ სახელდება.
შეგახსენებთ, 18-დღიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 11 თებერვალს გადადგა. რევოლუციის შემდეგ ეგვიპტის დროებითი მმართველი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლობაა.