უკვე მესამე დღეა ცხინვალი უწყლოდაა დარჩენილი. ოსურ მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი წყლის იმ წყალსადენ "ედისი-ცხინვალზე " მომხდარი დაზიანებაა, რომლის მეშვეობითაც ცხინვალს წყალი მიეწოდება. დაწესებულება "ენერგორესურსი-იუჟნაია ოსეტიას" გენდირექტორის ვადიმ გაბარაევის თქმით, "ედისი-ცხინვალის" მილსადენი ძნელადმისადგომ ადგილზეა დაზიანებული.
"ავარიის აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ბრიგადა მუშაობს და სამუშაოები დაწყებულია. ავარია ძაურის რაიონში, ტრანსკამიდან 6 კმ-ს დაშორებით მოხდა და მილის 5 მეტრი მთლიანად შესაცვლელია", _ აცხადებს გაბარაევი.