ლონდონში, აქციიაზე 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია საპოტესტო აქციის ათობით მონაწილეც.
შეტაკება გუშინ მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის დედაქალაქში 250 000-მდე ადამიანის მონაწილეობით დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გადასახადების შემცირებას ითხოვდნენ.
ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, საპროტესტო მარში, ძირითადად, მშვიდობიანი იყო, მაგრამ დემონსტრანტების რამდენიმე მცირე ჯგუფმა, რომლებიც აქციის ძირითად ნაწილს ჩამოშორდა, მაღაზიების და ბანკების დაზიანება დაიწყო და სხვადასხვა ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა.
სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, დაკავებულია 214 ადამიანი, 84 კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები