საქართველოს ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე ცეცკა ცაჩევა ეწვია.
დელეგაცია თავდაპირველად დედაქალაქის ძველ უბნებს დაათვალიერებს. ოფიციალურ შეხვედრებს კი ხვალიდან, 28 მარტიდან დაიწყებს.
უცხოელი სტუმარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
დელეგაცია შეხვედრას გამართავს ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. ვერა ქობალია და ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის მინისტრი ალექსანდერ ცვეტკოვი ხელს მოაწერენ საქართველოსა და ბულგარეთს შორის საჰაერო გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულებას.
ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 29 მარტს დატოვებს.