"შეფიცულებს" სპეციალური სამკერდე ნიშნები და პირადობის მოწმობები ექნებათ.
ამის შესახებ "შეფიცულების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გენერალმა გია უჩავამ დღეს, ვარდების ბაღში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სამკერდე ნიშნები და პირადობის მოწმობები "დამზადების პროცესშია".
შეგახსენებთ, რომ "შეფიცულები" "სახალხო კრებასთან" არსებული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანი საპროტესტო აქციების დროს აქციის მონაწილეების დაცვის უზრუნველყოფა იქნება.