მდინარე რიონში მიკროავტობუსი ჩავარდა. სამარშრუტო ტაქსი ქუთაისის მიმართულებით მოძრაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხიდის მოაჯირი გაარღვია და რიონის კალაპოტში ჩავარდა.
ავარიის დროს, მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანი საგანგებო ვითარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, დაზარალებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
სპეცტექნიკის დახმარებით, რიონის კალაპოტიდან ამოყვანილია მიკროავტობუსიც.