27-29 მარტს საქართველოს ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე, ცეცკა ცაჩევა ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
დელეგაცია 27 მარტს ბულგარეთის დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და ბულგარეთთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე გურამ მისაბიშვილი დახვდებიან, რის შემდეგაც სტუმრები ქალაქის ძველ უბნებს დაათვალიერებენ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონცერტს დაესწრებიან.
28 მარტს ბულგარეთის დელეგაცია ხელოვნების მუზეუმის საგანძურის დათვალიერების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც ცეცკა ცაჩევას და დავით ბაქრაძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
იმავე დღეს, დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს და ბულგარეთს შორის საჰაერო გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა გაიმართება, რომლის შემდეგაც ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკოლოზ გილაურს შეხვდება.
28 მარტს ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
29 მარტს სტუმრები ელენე ახვლედიანის სახელობის სახლ-მუზეუმს მოინახულებენ, რის შემდეგაც დელეგაცია თბილისიდან გამგზავრება.
მასალის გამოყენების პირობები