მოსკოვში 90 წლის ასაკში რუსეთის რევოლუციის ბელადის ვლადიმერ ლენინის დისშვილი ოლგა ულიანოვა გარდაიცვალა. იგი ულიანოვების ოჯახის უკანასკნელი პირდაპირი შთამომავალი იყო. ამის შესახებ ულიანოვსკის გუბერნატორის პრეს-სამსახური იტყობინება.
ოლგა დიმიტრის ასული 1922 წლის 4 მარტს ლენინის უმცროსი ძმის ოჯახში დაიბადა. მან მოსკოვში ჩასვლისას ქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა, დისერტაციაც დაიცვა და ფაკულტეტის დოცენტიც გახდა.
გარდა ამისა, იგი ლენინისა და ულიანოვების ოჯახის შესახებ შესახებ რამდენიმე წიგნისა და 150 პუბლიკაციის ავტორიცაა. არაერთი სამთავრობო პრემიითაა დაჯილდოებული. მათ შორის, წითელი დროშის შრომის ორდენით. ოლგა ულიანოვა ჟურნალისტთა კავშირის წევრიც იყო.