იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბუბაქრ-ალ-კირბიმ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტისგან ხელისუფლების გადაცემას შეიძლება დღესვე მიაღწიონ. ამის შესახებ ბრიტანული ტელეკორპორაცია ბი-ბი-სი იტყობინება.
მინისტრმა ამის შესახებ განცხადება იმ ფონზე გააკეთა, რაც იემენის ოპოზიციასა და პრეზიდენტ სალეხის წარმომადგენლებს შორის პარასკევს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წინააღმდეგობებით დასრულდა.
ცნობისთვის, ქვეყნის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეხი და ოპოზიციის მხარეს გადასული გენერალი ალი მუხსენ ალ-ახმარი მოლაპარაკებების ფარგლებში, შეთანხმდნენ, რათა ერთდროულად დათმონ თავიანთი უფლებამოსილებები. თუმცა მრავალი დეტალი, მათ შორის, გარდამავალი მთავრობისა და უშიშროების სტრუქტურების შექმნა, კვლავაც გაურკვეველი რჩება.