მუამარ კადაფის ფიზიკური მოცილების მიზნით აშშ სამხედროების გამოყენებას არ აპირებს. ამის შესახებ ვაშინგტონის გაზეთი Politico.co კონგრესის ლიდერებთან ბარაკ ობამას საუბარზე დაყრდნობით იტყობინება.
"პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესის ლიდერებს განუმარტა, რომ მუამარ კადაფის მოკვლასთან დაკავშირებით ამერიკელი სამხედროების გამოყენების მხრივ არანაირი გეგმა არ არსებობს",_აღნიშნავს გამოცემა.
მისივე ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია ლიბიის რეჟიმის შეცვლას მაინც მიაღწევს.
უფრო ადრე, ობამამ კონგრესის ლიდერებთან კერძო შეხვედრა გამართა. თუმცა თეთრ სახლში ამ შეხვედრის დეტალების შესახებ არაფერს იტყობინებიან. უბრალოდ, განმარტავენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესმენებსა და სენატორებს ნატოს მიერ ლიბიის სამხედრო ოპერაციის საკუთარ თავზე აღების პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა. ასევე, ობამამ კონგრესმენებთან ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების შესახებ ისაუბრა.
ამავე წყაროს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხედრო ჩარევასთან ერთად, ლიბიის მმართველი რეჟიმის გადაგდების სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ.
"მხოლოდ სამხედრო ძალებს არ შეუძლიათ კადაფის ხელისუფლებისგან ჩამოცილება",_ ციტირებს გამოცემა თეთრი სახლის წყაროს სიტყვებს.