აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე 80-მდე ნერგი დაირგო.
დენდროლოგიურ პარკს ესპანური სოჭის, ნაძვის, იფნისა და ნეკერჩხლის ნერგები შეემატა.
ღონისძიება აქციის "დარგე ხე გაამწვანე შენი გარემო" ფარგლებში მოეწყო. მასში მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, კურსდამთავრებულებმაც მიიღეს.