გამორიცხული არაა, ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ დიდ ბრიტანეთზე შური იძიოს. გაზეთ "გარდიანისთვის" მიცემულ ინტერვიუში ასეთი აზრი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა კენეტ კლარკმა გამოთქვა.
მისი თქმით, "ბრიტანელებს კადაფის მოქმედებების შესახებ უნდა ახსოვდეთ".
"გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია კადაფის მოცილების შესახებ არაფერს აცხადებს, თუმცა, თუკი იგი ხელისუფლებაში დარჩება, კადაფი შურისძიებას დაიწყებს", - აღნიშნა კენეტ კლარკმა.
ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრისთვის უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს კადაფის რეჟიმის საწინააღმდეგო ოპერაცია.
"საბედნიეროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ვმუშაობ. ამდენად, ოპერაციის სასწრაფოდ დასრულება არ მაღელვებს. თუმცა დღემდე მთლად დარწმუნებული არ ვარ, ვინმემ იცოდეს, თუ საითკენ მივდივართ", - დასძინა კლარკმა.
აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე კლარკმა თავი გამოავლინა, როგორც ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, ასევე, ერაყში დასავლური ძალების შეჭრის მოწინააღმდეგემ.