ირაკლი ალასანია ბრიუსელში მიმდინარე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა თემაზე "კორუფცია, კონფლიტები და კრიმინალი"
ირაკლი ალასანია ბრიუსელში მიმდინარე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა თემაზე "კორუფცია, კონფლიტები და კრიმინალი". თავისუფალი დემოკრატების ლიდერი დღეს ფორუმის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილტს და ამაერიკელ სენატორებსა შეხვდა.
" ჩვენი საზოგადოების და უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის მთავრი ამოცანაა საქართველოში საარჩევნო გარემო თვისობრივად შეიცვალოს და ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, იმიტომ, რომ ის რაც ხდება ჩრდილოეთ აფრიკაში გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ხალხს არ ქონდა შესაძლებლობა დემოკრატიულას შეეცვალა ხელისუფლება. ეს მაგალითი ყველასთვის ძალიან ნათელია და ამიტომაც იქნება მხარდაჭერა და ძალიან დიდი მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომ მაისისთვის ის მოლაპარაკებები რაც მიმდინარეობს დასრულდეს კონკრეტული შედეგით და საზოგადოებამ ირწმუნოს იმისი, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა შეიძლება არჩევნების გზით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ხვალ, 27 მარტს, ჰილარი კლინტონის მოადგილეს ფილიპ გორდონს შეხვდება.