თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა.
ალასანიამ ვერნარ ჰოიერს საარჩევნო გარემოს გაუმჯებესების მიზნით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები გააცნო.
ასევე განიხილეს გერმანიის თავისუფალ დემოკრატთა პარტიასთან ქართველი თავისუფალი დემოკრატების თანამშრობლობის საკითხები. უახლოეს მომავალში ირაკლი ალასანია ბერლინში გაემგზავრება.
"გერმანია საქართველოს უმნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორია, ბერლინს მომავალში შეუძლია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთოებების აღდგენაში პოზიტიური წვლილი შეიტანოს", - განაცხდა ირაკლი ალასანიამ.