აშშ ლიბიაში სახმელეთო ოპერაციას არ გეგმავს, მეტიც, მათი შეიარაღებული ძალების როლი ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტში მნიშვნელოვანწილად იქნება შეზღუდული. ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა.
"როგორც უმაღლესი მთავარსარდალი მე ვერ ვხედავ უფრო რთულ გადაწყვეტიულებას, ვუდრე გავაგზავნო ჩვენი სამხედროები სრული დანაკარგის გზაზე. აშშ არც არის ვალდებული და არც ჩაერევა ყოველ ჯერზე მსოფლიოს რომელიმე კუთხეში წარმოქმნილ კონფლიქტში. მე იმთავითვე დავდე პირობა, რომ ჩვენი სამხედროების რაოდნეობა ამ კონფლიტში შეზღუდული იქნებოდა. ჩვენ არ შეგვყავს სახმელეთო ჯარები ლიბიაში. მართალია ჩვენმა სამხედროებმა უზრუნველყვეს ოპერაცია მის საწყის ეტაპზე, მაგრამ ახლა მოვიდა დრო უფრო ფართო საერთაშორისო ძალისხმევისა", _ განაცხადა ობამამ ტრადიციული ყოველკვირეული ინტერნეტ-რადიო მიმართვის მსვლელობის დროს.