საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები პოლიციის სამმართველოსთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან გუშინ გამართულ მიტინგზე სამართალდამცველების მიერ მერაბ ჭიქაშვილის, გიორგი ხარაბაძისა და კახა ჩიქოვანის დაკავებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები დაკავებულთათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას უკანონობად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ აქციაზე პოლიციამ სულ 7 პირი დააკავა, მათგან სამს 20-დღიანი პატიმრობა, 4-ს კი 400 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.