"პარლამენტში ოთხდღიანმა დებატებმა საზოგადოებას აჩვენა აღმასრულებელი ხელისუფლების და უმრავლესობის რეალური სახე, ყველა მინუსი და მცდელობა არ აღიარონ არც ერთი შეცდომა, არ გამოასწორონ არც ერთი პრობლემა. საზოგადოებამ ასევე მოისმინა "ქრისტიან-დემოკრატების" ხედვა ყველა მიმართულებით. ძალზე უცნაური იყო ის, რომ კომიტეტების თავმჯდომარეებმა თუ უმრავლესობის სხვა წევრებმა არც ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვე მინისტრებს, რაც ნისნავს იმას, რომ მათთვის პარტიული კუთვნილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დეპუტატის რეალური ფუნქცია და მოვალეობა" - განაცხადა დღეს "კავკასუს ინტერნეტ მედია ჯგუფში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე მაგდა ანიკაშვილმა.
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა დებატების კვირას მნიშვნელოვანი უწოდა პოლიტიკური კულტურის ამაღლებისა და პარლამენტის როლის გაზრდის თვალსაზრისით. მისივე თქმით, დებატებამდე ფარქცია "ქრისტიან-დემოკრატები" შეხვდა სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტებს, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის სპეციალისტებს და კონკრეტული ინიციატივები სწორედ მათთან კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა.