უკრაინის ვიცე-პრემიერმა სერგეი ტიგიპკომ შესაძლოა პოსტი დატოვოს. უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის, სერგეი ტიგიპკოს განცხადებით, თუ ზაფხულში ქვეყანაში საპენსიო რეფორმა არ გატარდება ის - გადადგება.
უკრაინის ხელისუფლება მზადაა ქვეყანაში საპენსიო რეფორმა განხორციელოს, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული რეფორმა თავად ქვეყნის მოსახლეობას შორის არაპოპულარულია და შესაბამისადაც ხელისუფლებამ მისი მიღება გადადო, რათა მოსახლეობისათვის რეფორმის დეტალების განხილვის საშუალება მიეცა.
"თუ კი ივნისში, მაქსიმუმ ივლისში ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ (საპენსიო რეფორმა) ჩემი პოზიცია უბრალო და მკვეთი იქნება- მე გადავდგები"- განაცხადა სერგეი ტიგიპკომ, უკრაინულ ტელეარხ "ინტერთან" საუბრისას.
შეგახსენებთ რომ სერგეი ტიგიპკომ რამდენიმე ხნის უკან განაცხადა, რომ საპენსიო ასაკის გაზრდა უკრაინაში მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყებოდა. ცნობისათვის საპენსიო რეფორმა უკრაინასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მოლაპარაკებათა ფარგლებში ტარდება. მოლაპარაკების თანახმად საპენსიო რეფორმის მიღება სტრუქტურული ნიშანი იქნება, რომელზეც დამოკიდებულია შემდეგი ტრანშის მიღება.