მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს სეპარატისტულ აფხაზეთში "საკუთრებაში" არსებულ ელიტურ უძრავ ქონებასა და ფართო მიწის ნაკვეთებს ართმევენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Life News" -ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ დაადასტურა, რომ იური ლუჟკოვს სოხუმსა და გაგრაში უძრავი ქონება აქვს.
"მას ძალიან უყვარს აფხაზეთი. ზაფხულში აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის და ეს მომგებიანია. მაგრამ ვინადიან ამ მიწებს სახელმწიფო მნიშვნელობა აქვთ, ისინი აფხაზეთის ხელისუფლების მმართველობის ქვეშ დაბრუნედება", _ აცხადემერაბ ქიშმარია.
თავად ლუჟკოვმა აღნიშნულ სააგენტოსთან საუბარში ამ ინფორმაციის კომენტირება არ მოისურვა.
ამას გარდა, ასევე სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებასთან დაახმოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ქონებას აფხაზეთში ლუჟკოვის ოჯახი ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით დაეპატრონა.
"ერთადერთი რაც აფხაზეთის ხელისუფლებისგან მიიღო ეს არის მიწის ნაკვეთი გაგრაში, იმის გამო, რომ ლუჟკოვმა ადლერი-სოხუმის გზის მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები დააფინანსა", _ იუწყება წყარო. მისივე თქმით, ამჟამად მოსკოვის ყოფილ მერს ეკუთვნის სტალინის აგარაკი გაგრაში, სანატორიუმი "ამრა", პანსიონატი "გაგრიპში" და "კოლხიდა" და ასევე გაგრის სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი. სოხუმში კი მას ეკუთვნის სასტუმროები "რიწა" და "აფხაზეთი" და სოხუმის ცენტრში დიდი მიწის ნაკვეთი, რომელზეც დიდი გასართობი ცენტრისა და "გოლფ კლუბის" მშენებლობა მიმდინარეობს.
"სტალინის ფეშენებელური აგარაკი, რომლის სადარგვის წინაშე ლუჟკოვი დგას გაგრასა და ბიჭვინთას შორის მწვანე კუთხეში იმყოფება. მას პრეზიდენტის რეზიდენციაზე ნაკლებად როდი იცავენ. სანატორიუმი "ამრა" შავი ზღვის სანაპიროზე ძველ გაგრაში იმყოფება. სააგენტოს აცნობეს, რომ იგი კერძო პირს ეკუთვნის", _ წერს სააგენტო.
"ყველასათვის ცნობილია, რომ აფხაზეთში მრავალი სანატორიული კურორტი ლუჟკოვის ოჯახს ეკუთვნის მათ შორის "ამრაც", _ განუცხადა "Life News"-ს ადმინისტრატორმა. პანსიონატი კოლხიდა ასევე გაგრაში იმყოფება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულმა წყარომ "Life News"-ს დაუდასტურა, რომ მთავრობა აფხაზეთში არსებული ქონების დაბრუნებას გეგმავს.
"მიწებს, რომლებიც სახელმწიფო იყო და შემდეგ არაშესაბამისი პირობებით კერძო პირების მიერ იქნა მითვისებული, რუსეთისა და აფხაზეთის მთავრობები დაუბრუნებენ", _ განაცხადა წყარომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და აღნიშნა, რომ აფხაზურ მხარეს დაუბრუნდება ის სანატორიუმები, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას არ საჭიროებენ, დანარცენები კი რუსეთის მფლობელობაში გადავა.