მუამარ კადაფის რეჟიმის წარმომადგენლებმა კოალიციური ძალების მსხვერპლთა დაკრძალვის ცერემონიალი გამართეს, თუმცა მასზე დაღუპულთა ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია სი-ენ-ენი იტყობინება.
"დაკრძალვაზე ცრემლი არ ყოფილა. ვისაც უშუალოდ გამოველაპარაკეთ, გარდაცვლილთა ნათესავი არ აღმოჩნდა", - განაცხადა თავის სიუჟეტში კორესპონდენტმა ნიკ რობერტსონმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი კუბო ცარიელი აღმოჩნდა და იგი სასწრაფოდ სხვაგან წაიღეს.
რობერტსონის თქმით, ცერემონია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. მასზე დაახლოებით 30 კუბო მიასვენეს.
ლიბიის ჯანმრთელობის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოალიციურ ავიადაბომბებს 114 ადამიანი შეეწირა.