ნაქერალას უღელტეხილზე თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.
ტყიბული-ამბროლაურის 20-კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე მეოთხე დღეა თოვს.
აღნიშნულის გამო უღელტეხილზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. აკრძალულია ნახევრადმისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტით გადაადგილება, დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით მგზავრობა, ისიც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების შემთხვევაში.
გზის გამწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ფიქსირდება მანქანების მოცურებისა და გზიდან გადავარდნისა შემთხვევები.