აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კუბაში ჩავა და ქვეყნის ლიდერს რაულ კასტროს შეხვედება.
ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
კარტერი კუბაში მეუღლესთან ერთად ორშაბათს ჩავა და ჰავანაში ოთხშაბათამდე დარჩება.
ოფიციალურად კარტერისა და კასტროს მოლაპარაკებების თემად ეკონომიკური თანამშრონლობა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული გეგმების დასახვა სახელდება თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჯიმი კარტერი აქტიურადაა ჩართული ქვეყნის კულუარულ პოლიტიკში, სავარაუდოდ მოლაპარაკებების თემა უფრო ფართო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჯიმი კარტერმა გასული წლის აგვისტოში წარმატებულად დაასრულა თავისი მისია ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ბრალდებული ამერიკელი მოქალაქის 30 წლის აიდჯალ გომესის გათავისუფლებას მიაღწია.
აიდჯალ გომესი მიმდინარე წლის აპრილში გაასამართლეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდები და 8 წლით იძულებითი სამუშაოები შეეფარდა. მას ასევე 700 ათასი აშშ-ს დოლარის გადახდა დაეკისრა. ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონის შემდეგ აშშ-ს მეორე ექს-პრეზიდენტი იყო, რომელმაც ფხენიანთან მოლაპარაკებების საფუძველზე აშშ-ს მოქალაქეების საპატიმრო ადგილებიდან დახსნა შეძლო.
უნდა აღინიშნოს რომ 1994 წელს კარტერმა ჩრდილოეთ კორეის იმდროინდელ ხელმძღვანელთან კიმ ირ სენთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის შედეგადაც აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები კონფრონტაციულიდან მოლაპარაკებების პროცესში გადავიდა. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ორივე სახელმწიფოს ინტერესებს ითვალისწინებდა. ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობები ჯორჯ ბუშის უმცროსის პრეზიდენტობისას კვლავ დაიძაბა.