საპარლამენტო უმრავლესობა განათლების სფეროში კახა ლომაიას მიღწევებზე საუბრობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, ბოლო დროს ოპოზიცია მიეჩვია კახა ლომაიას მიმართ უსამართლო ბრალდებებს.
"ლომაიას მოხსენები ოპოზიციის მხრიდან ბოლო დროს უსამართლოდ ხდება. სწორედ ლომაია იყო, რომელმაც განათლების სისტემაში კორუფციის აღმოფხვრა დაიწყო და ახალა ამ სტრატეგიულ ხაზს იმავე წარმატებით დიმიტრი შაშკინი აგრძელებს", - დასძინა გაბაშვილმა.
მისი თქმით, ლომაია იყო პირველი, რომელმაც დაფინანსების სისტემა შეცვალა, ხოლო შაშკინმა ეს ხაზი კიდევ უფრო დახვეწა.
რაც შეეხება ლოტოტრონების საკითხს, უმრავლესობის წევრის შეფასებით, დირექტორების მსგავსი წესით შერჩევა იმ პერიოდში გამართლებული იყო, თუმცა ხელისუფლება არ მალავს, რომ მას შეიძლება ხარვეზები ჰქონოდა.
გაბაშვილის თქმით, სკოლებში მორღვეული დისციპლინა დიმიტრი შაშკინის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დამყარდა.