დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში მონოპოლიები ხელოვნურად იქმნება. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გია ცაგარეიშვულმა სამთავრობო დებატების დროს განაცხადა.
დეპუტატის შეფასებით, მონოპოლიებთან დაკავშირებით დანაშაულებრივი წრეა შექმნილი, კერძოდ კი კომპანია, რომელიც წამალს აწარმოებს, დისტრიბუტორიც არის, ბიუჯეტის ხარჯზე კლინიკებსაც ხსნის და ვითარდება.
ცაგარეიშვილმა დაზღვევის სფეროში კორუფციაზე გამახვილა ყურადღება და ამის მაგალითად ბოლო დროს განხორციელებული დაჭერები დაასახელა.
ცაგარეიშვილის მიაჩნია, როდესაც მინისტრი არსებული "შრომის კოდექსი" ბრწყინვალე კანონად მიიჩნევს, რაც მეტყველებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში ვერ მოვა.
"ეს ქვეყანას შეუქმნის ბევრ პრობლემას და შეაფერხებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. დღევანდელი "შრომის კოდექსი" ველური და ფსევდოლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებულია", - აღნიშნა დეპუტატმა.