ევროკავშირის სამტზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ყველა ატომური ელექტროსადგური მიმდინრე წლის ბოლომდე შემოწმდება. ამის შესახებ ინფორმაცის "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ნებისმიერი რეაქტორი, რომელიც უსაფრთხოების ტესტს ვერ გაივლის, გაჩერებული იქნება.
როგორც სამიტის დასრულების სემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, ევროკავშირის ხელმზღვანელობამ თხოვნით მიმართა მოსაზღვრე ქვეყნების ხელისუფლებებს, ჩაატარონ ანალოგიური შემოწმებები თავიანთ აეს-ებზე.
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ ქვეყანაში არსებული შვიდი ადრეულ წლებში აშენებული რეაქტორის მუშაობა შეაჩერა.