თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ირაკლი ალასანია სენატორებს ჯენი შაჰინს, მარკ ვორნერს და კონგრესმენ ალსი ჰასტინგს შეხვდა.
" ჩვენთვის მთავარია საქართველოში ხელისუფლება პირველად არჩევნების გზით შევცვალოთ, ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია ნორმალური საარჩევნო კოდექსი. ხელისუფელბასთან კონსულტაციები რეალური შედეგით უნდა დასრულდეს, ამას ელოდება ქართვველ ხალხი და ამაში მხარს გვიჭერენ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ბრუსელის ფორუმზე ხვალ, 26 მარტს, სიტყვით გამოვა თემაზე "კრიმინალი, კონფლიქტი და კორუფცია".
იგეგემება თავისუფალი დემოკრატების ლიდერის შეხვედრა ჰილარი კლინტონის მოადგილესთან ფილიფ გორდონთან და ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო სამქმეთა მინისტრთან.