სკოლებში ექიმები შტატში მხოლოდ გადამზადების შემდეგ ჩაჯდებიან. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
"ფსიქოლოგები გვჭირდება სკოლებში. დღეისთვის 250 სკოლაში არიან ექიმები, მაგრამ შტატგარეშე, რადგან როგორი უნდა იყოს სკოლის ექიმი, ამის სტანდარტი არ არსებობს", - აღნიშნა შაშკინმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ სკოლის ექიმის სტანდარტი შეიქმნას.
მინისტრის თქმით, ამერიკაში მოხდება სკოლის ექიმების გადამზადება, რომლის შემდეგაც ისინი შტატში ჩაჯდებიან.
"მათი გადამზადების გარეშე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ", - დასძინა მინისტრმა.