"შეიქმნა ბილინგვური სახელმძღვანელოები, რომელსაც უფასოდ ვარიგებთ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ სკოლებში", - განაცხადა სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. 
"90 პროცენტით მოვახდინეთ  სპეცსკოლების რეაბილიტაცია. სახელმწიფო აფინანსებს კერძო სკოლებს - გამოიყოფა 21 მილიონი ლარი მათ დასაფინანსებლად. 300-ლარიანი ვაუჩერი მიდის კერძო სკოლაში. ჩემი ბრძანებით დავხურე 18 პროფსასწავლებლი. ჩვენს სახელმწიფოში მათი ადგილი არ არის. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, სადაც არის 5-დონიანი განათლება და არა "პეტეუების" სისტემა", _ განაცხადა შაშკინმა და აღნიშნა - "დავხურე ტყიბულის სახელმწიფო "პეტეუ", რომლისგან იყო დარჩენილი მხოლოდ ფასადი და გავხსენი იქვე ახალი სასწავლებელი რომელიც არის რეაბილიტურებული". 
მისი თქმით, სამინისტრო 8 თვის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებთ აწარმოებდა  ამ პროფსასწავლებლების მონიტორინგს.