"ჩვენ დავამტკიცეთ ეთიკის კოდექსები - მასწავლებლის, მოსწავლის, დირექტორის. პირველად საქართველოში შეიქმნა დირექტორის სტანდარტი, შეიქმნა მანდატურის ეთიკის კოდექსი", - განაცხადა სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
მისი თქმით, სამინისტრო აპრილში იწყებს დირექტორების სერთიფიცირების პროცესს.
"300-ზე მეტი განცხადებაა შემოსული. 1-li იანვრიდან შევცვალეთ ვაუჩერული სისტემა. საჯარო სკოლების დაფინანსება 42 მილიონით გაიზარდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ პირველად საქართველოში არ არის არც ერთი დანაკლისიანი სკოლა, რომელსაც ბიუჯეტის დამატება სჭირდება", _ აცხადებს შაშკინი და დასძენს, რომ ყველა სკოლას რჩება 8 პროცენტი თავისი, რომ დახარჯოს თავისი პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე.
"ჩვენ შევქმენით ახალი ელექტრონული ბაზები, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სკოლების ელექტრონული მართვა. ამასთან ერთად, არც ერთი სკოლა არ იქნება გათავისუფლებული საატესტატო გამოცდებისგან", _ განაცხადა შაშკინმა.