მანდატურებს არ აქვთ იარაღის ტარების უფლება და არც არასდროს ექნებათ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პარლამენტში სამთავრობო დებატებისას განაცხადა.
"არსებობს ნორმატიული ბაზა, რომელსაც ადგენს შინაგან საქმეთა მინისტრი და აქ არის ის ხალხი შეტანილი, რომელსაც აქვს იარაღის ტარების უფლება. ამ სიაში მანდატურები არ არიან შეტანილები და არც არასდროს იქნებიან", - განაცხადა შაშკინმა "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის რატი მაისურაძის საპასუხოდ.