საქართველოს მთავრობაში არ არსებობს არანაირი დაჯგუფება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს აღნიშნა.
"მინდა ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, ფრაქციას შევახსენო, რომ მთავრობა არის ერთიანი, არ არსებობს არავითარი დაჯგუფებები და ჩვენ ვმუშაობთ ყოველთვის ერთიანი პოზიციებიდან გამომდინარე", - აღნიშნა განათლების მინისტრმა და დასძინა, რომ ამის გათვალისწინებით ინოვაციები არის პოლიტიკოსების საქმე და არ აპირებს ამით სარგებლობას.
მისი თქმით, იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთიანი გუნდია, საზოგადოება უკვე შვიდი წელია დარწმუნდა.