საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოში დღეისთვის 13 ახალი სკოლა შენდება. მისი თქმით, ზაფხულში 400 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება.
"საქართველოში 2200 სკოლა არსებობს. ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურაში. სისტემაში არის დაახლოებით 500-600 სკოლა რომლის კონტიგენტი არის 100 ბავშვზე ნაკლები. არის სკოლები, სადაც არის 1 ბავშვი 2 ან 10. ამ სკოლებს არ დავხურავთ. საქართველო არის იუნესკოს განათლების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანა. ის ამ ტიტულს აძლევს საქართველოს იმიტომ, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა ყველა ბავშვს ჰქონდეს განათლება და აქვს კიდეც. წელს გავხსნით იმდენ სკოლას რაც არ გახსნილა 1 წლის განმავლობაში საქართველოში. 13 ახალი სკოლა შენდება ამ წუთისთვის. სამეგრელოში, ქვემო ქართლში, გურიასა და ყველა რეიგონში ზაფხულში 400 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.