საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ თბილისში ვიზიტად მყოფი ჩეხ ბიზნესმენთა დელეგაცია მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მათი გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დროს ჩეხურმა მხარემ სურვილი გამოთქვა მომავალ წელს საქართველოში მოდის კვირეულის (Fashion week) გამართვასთან დაკავშირებით.