ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შავყელიანი ჯეირნები გაუშვეს. შავყელიანი ჯეირნები ოდითგან ბინადრობდნენ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, იორის ჭიუხების გაყოლებაზე, რომელიც ბალახიანი ტერიტორიაა და აზერბაიჯანსა და თურქეთშიც გრძელდება. ჯეირნის პოპულაცია ასი წლის წინ განადგურდა, რაც მათზე უკონტროლო ნადირობითა და მათი საარსებო ტერიტორიების საძოვრებად გამოყენებით იყო განპირობებული.
აშშ-ს მთავრობამ 33,000 აშშ დოლარი გამოყო ჯეირნებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მოსაწყობად; თვით ჯეირნები კი თურქეთის მთავრობის საჩუქარია. პროგრამა ერთობლივად დააფინანსა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და აშშ-ს გარემოს დაცვის დეპარტამენტმა.