სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სპეციალიზებული საბაჟო ორგანო შეიქმნება, სადაც რუსეთის ფედერაციაში გადასატანი საქონლის გაფორმება მოხდება. ეს განცხადება რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსმა ანდრეი ბელიანნიკოვმა რუსეთისა და აფხაზეთის საბაჟო სამსახურების მიერ თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, რუსული მხარე დაინტერესებულია იმით, რომ საზღვარზე შეუფერხებლად გადიოდეს სამშენებლო მასალა სოჭში მშენებარე ობიექრებისთვის.
"ოლიმპიურ ობიექტებზე მუშაობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან დოკუმენტების გაფორმების გამო არავითარ შეფერხებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს", _ განაცხადა ბელიანნიკოვმა.