"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებისგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ჩაბარებას" ითხოვენ , - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის გადადგომის საკითხზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
"ჩაგვაბარონ სოფლის მეურნეობის სამინიტრო. თუ ასე ძალიან აინტერესებთ როგორ ვაპირებთ სოფლის ფეხზე დაყენებას, მაშინ დათმონ ყველაზე ჩამორჩენილი სამინისტრო, მისცენ ოპოზიციას, დავაყენებთ ფეხზე სოფლის მეურნეობას, ქართულ სოფელს და მერე თუ უნდათ ბაკურ კევზერელი ისევ უკან დააბრუნონ", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, კვეზერელს არ შესწევს განადგურებული სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენების ძალა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სამთავრობო დებატებზე სოფლის მეურნეობის მინისტრის გამოსვლის შემდეგ "ქრისტინ-დემოკრატებმა" ბაკურ კევზერელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დააყენეს, რომელსაც პარლამენტი კენჭს დღეს უყრის. მინისტრის მოსახსნელად კი დეპუტატთა ხმათა უმრავლესობაა საჭირო.