2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატურა დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბარაკ ობამამ საკუთარი დაბადების დღის მოწმობის ორიგინალი წარადგინოს.
"იქ ისეთი რამ წერია, რაც სხვების სააშკარეოზე გამოტანა ობამას არ აწყობს", _ განაცხადა დონალდ ტრამპმა ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
უფრო ადრე დონალდ ტრამპი შედარებით ფრთხილად საუბრობდა ამ თემაზე. კერძოდ, გასულ კვირას მან მოკრძალებული ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არაფერია ამერიკაში ცნობილი მათ შესახებ, ვინც ობამასთან მის ადრეულ ბავშვობის წლებში მეგობრობდა.
"პირადად მე ჩემს თანაკლასელებს ძალიან კარგად ვახსოვარ",_აღნიშნა მილიარდერმა.
hავაიის შტატის წარმომადგენლები არაერთგზის ადასტურებდნენ, რომ ობამა მათთან დაიბადა. თუმცა სოციოლოგთა გამოკითხვით, ამერიკელთა მეექვსედი დარწმუნებულია, რომ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა და, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს პრეზიდენტად მისი არჩევის საკითხი.
მრავალი შტატის კანონმდებელი ორგანო ამჟამად განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატს დაბადების მოწმობის ორიგინალის წარდგენას ავალდებულებს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩართავენ შესაბამის კანდიდატურებს სარჩევნო ბიულეტინებში ხმათა მიცემის მიზნით.