ხვალ, 25 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ნორვეგიის კოლეგა მინისტრიონას გარ სტორესთან, თავდაცვის მინისტრ გრეტე ფარემოსთან და ნორვეგიის პარლამენტის მესამე ვიცე-პრეზიდენტ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე მარიტ ნიბაკთან.
შეხვედრებზე განიხილება ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნორვეგიის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთანაც, რომლის დროსაც განიხილება საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების საკითხები. აღნიშნულ ღონისძიებაზე შესაბამისი პრეზენტაციით წარსდგება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ყაველაშვილი.