ხვალ, 25 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, სოლომონ პავლიაშვილის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: `მსოფლიო ეკონომიკური კრიზსი და საქართველო~.
ქართველ მეცნიერებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას უცხოელი ექსპერტებიც მიიღებენ.
`მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ არ შეიძლება, საზოგადოებამ ამ თემასთან დაკავშირებით არ იცოდეს ქართველი მეცნიერ-ეკონომისტთა შეხედულება და პოზიცია, მით უმეტეს, რომ ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებას შესწევს უნარი, აქვს ძალა და ინტელექტიც, რომ სწორედ შეაფასოს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ტენდენციები~, _ ამბობს პავლიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კონფერენციისთვის გამოიცა ჟურნალ `სოციალური ეკონომიკის~ სპეციალური ნომერი, რომელშიც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშრებით 140 სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული, მათ შორის, ამერიკელი, გერმანელი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი პროფესორების კვლევები.
`დარწმუნებული ვარ, ქართველი ეკონომისტების ეს ნაშრომები, შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთგვარ გასაღებად იქცევა~, _ ამბობს სოლომონ პავლიაშვილი.
აქვე, აღსანიშნავა, რომ კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, `ეკონომისტთა ასოციაცია~, ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა~.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: გერმანიიდან ბერნლინის უნივერსიტეტის პროფესორი რუდიგერ ანდრეზენი; უკრაინიდან _ კიევის ეკონომიკის სამინისტროს განყოფილების გამგე ვერა გერასიმენკო; აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები _ ფიზულ მამედოვი და არზე გასანოვი.
ამასთან, საერთაშორისო კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები.